მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მთავრობა გვყავს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები.
„ვერაფერს გეტყვით, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მთავრობა გვყავს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგა ყველა ნაბიჯი, რომლიც შეიძლება პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ გადადგას, გადადგა გენერალური პროკურორი, რომელმაც აიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა იმაზე, რომ არ დადგა გამოძიების ის შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო; შეიქმნა საგამოძიებო კომისია, სადაც უმცირესობას აქვს უმრავლესობა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა არის. ყველა ნაბიჯი იდგმება, რომ ადამიანებს, მათ შორის, იმ ოჯახებს, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ქონდეს სრული ხელმისაწვდომობა ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც გამოძიებასთან არის დაკავშირებული.
ჩვენთვის, მთლიანად „ქართული ოცნებისთვის“ უპრინციპულესი საკითხია, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი. არ შეიძლება, სამართლიანობის ეგიდით მოსული ხელისუფლების პირობებში ოდნავ ჩრდილი მიადგეს სამართლიანობის აღდგენას. ამ კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, ჩვენ გადავდგით საკმარისი ნაბიჯი. სხვა თემაა, ჩვენ რას ვგეგმავთ შემდგომ, რაც რეფორმებთან არის დაკავშირებული. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან დააანონსა, რომ ამ კუთხით ჩვენ ერთიანად ვმობილიზდებით, საპარლამენტო სამთავრობო გუნდი, რომ მოხდეს რეფორმების დაჩქარება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.