აკაკი ზოიძე - ბიძინა ივანიშვილმა პოლიტკორექტულობით, მაგრამ ყოველგვარი რბილი ტონების გარეშე შეაფასა დღევანდელი მდგომარეობა
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტკორექტულობით, მაგრამ ყოველგვარი რბილი ტონების გარეშე შეაფასა დღევანდელი მდგომარეობა, – ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედს“ მისცა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეაფასა გუნდის შეცდომები და მკაფიოდ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა.
„ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა და კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც ადამიანები იგრძნობენ კონკრეტულად ამ გეგმის პოზიტიურ შედეგებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო კიდევ ერთი თემა, რომ მხოლოდ ნახევარი წუთი დაუთმო უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგ აქტს, რომელსაც ის პირადად აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის.
150 ათასამდე სოციალურად დაუცველი და ათობით ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, შეამსუბუქონ და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ილაპარაკა ყველაფერზე, რაც ეხება ხალხს, მაგრამ არ ილაპარაკა საკუთარ თავზე და იმ უდიდეს ქველმოქმედებაზე, რომელსაც აკეთებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.