აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს ცენტრში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა, მაღალმთიან სოფლებში კი თოვლმა თითქმის ერთ მეტრს მიაღწია.
ნალექს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია გადაადგილების კუთხით. გზების გასაწმენდად მობილიზებულია ტექნიკა.
პრობლემები შეექმნა ელექტრომომარაგების კუთხით რამდენიმე დასახლებას. შუქი არ მიეწოდება ფუშრუკაულის, სხალთის დიოკნისის, ღორჯომისა და დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულების ზოგიერთ სოფელს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში 24 იანვრიდან გამოიდარებს.