“ბოსტონ სელტიკსის” ყოფილი და “კლივლენდ კავალიერსის” ამჟამინდელი ძირითადი გამთამაშებელი აიზეა ტომასი მოედანს სავარაუდოდ დეკემბერში დაუბრუნდება.
28 წლის გამთამაშებელმა ნბა-ში უკანასკნელ შეხვედრაში მონაწილეობა აღმოსავლეთ კონფენერციის ფინალური სერიის მეორე მატჩში მიიღო, სადაც მისი ყოფილი გუნდი “ბოსტონი” სწორედ მის ახალ გუნდთან დამარცხდა.
ტომასმა ბარძაყის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. ექიმები მის დაბრუნებას იანვარში ვარაუდობდნენ, თუმცა უახლესი ინფორმაციით მკურნალობის პროცესი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს და ტომასი “კავალიერსს” დეკემბერში დაუბრუნდება.