ლებრონის 46 ქულა „კლივლენდთან“ – „ლეიკერსი“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში კვლავ დაუმარცხებელია [ვიდეო]

12:00, 26.01.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. რიგით მე-14 შეხვედრა მოიგო „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. მოქმედმა ჩემპიონმა ამჯერად „კლივლენდ კავალიერსი“ სტუმრად დაამარცხა.

გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს 46 ქულა ჩაუგდო. „მეფემ“ პირად მონაგარს ასევე რვა მოხსნა და ექვსი პასი შემატა. ენტონი დევისმა 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 15 ქულა დააგროვა მონტრეზლ ჰარელმა. 10-10 ქულით დაასრულეს მატჩი დენის შრუდერმა და კენტავიუს კალდველ პოუპმა.

„კლივლენდის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ადნრე დრამონდი გამოდგა, რომელმაც 25 ქულითა და 17 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. 20 ქულა ჰქონდა ჩედი ოსმანს.

 

ლეიკერსი-კლივლენდი 115:108

https://youtu.be/jMVG_IU7zhI

დეტროიტი – ფილადელფია 119:104

https://youtu.be/qNYV5qZDTEM

ინდიანა – ტორონტო 129:114

https://youtu.be/GFO7E1USByw

ორლანდო – შარლოტი 117:108

https://youtu.be/ROdYLottim4

ბრუკლინი – მაიამი 98:85

https://youtu.be/1UPRpPRtJXU

დალასი – დენვერი 113:117

https://youtu.be/_DxcmpLnACo

ჩიკაგო – ბოსტონი 103:119

https://youtu.be/421Cz4gLWVU

გოლდენ სტეიტი – მინესოტა 130:108

https://youtu.be/5WOhB8PBiq8

პორტლენდი – ოკლაჰომა 122:125

https://youtu.be/0JQC8mvAoYY

მსგავსი