სან ანტონიომ და ტორონტომ ახალი სეზონი მოგებებით დაიწყეს [ვიდეო]
სან ანტონიომ და ტორონტომ ახალი სეზონი მოგებებით დაიწყეს [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი, გამარჯვებებით დაიწყეს სან ანტონიო „სფერსმა“ და ტორონტო „რეპტორზმა“. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა, რეგულარული სეზონის პირველ ტურში, საკუთარ „ეი თი ენდ თი ცენტრში“ მინესოტა „ტიმბერვულვზი“ მიიღო. ორივე გუნდი, დასავლეთ კონფერენციაში, მაღალი ადგილის დაკავების კანდიდატია. ტექსასურმა კლუბმა, სეზონის წინ, ხმაურიანი გაცვლა გააკეთა. მთავარი ვარსკვლავი, კავაი ლეონარდი, ტორონტოში გაუშვა, სანაცვლოდ კი კანადელებისგან, ლიდერი – დემარ დე როუზენი მიიღო. დე როუზენმა, პირველივე შეხვედრაში გაამართლა „ტრეიდის“ შედეგი და „სფერსის“გამარჯვებაში უდიდესი წვლილი დაიდო. უკანახაზელმა მინესოტას, 28 ქულა ჩაუგდო და რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტებში თამაში საკუთარ თავზე აიღო. კრიტიკულ მომენტში, მასპინძელთა გუნდის ბოლო ექვსი ქულა, სწორედ დე როუზენის ანგარიშზეა. საბლოოდ – 112-108. მინესოტელთა შემადგენლობაში, საუკეთესო მაჩვენებელი, ჯეფ ტიგს ჰქონდა, რომელმაც 27 ქულა გააკეთა.

კავაი ლეონარდით გაძლიერებულმა, ტორონტომ, საკუთარ „ეირ კანადა ცენტრში“ შარშანდელი სუპერფინალისტი – კლივლენდი, 116-104 დაამარცხა. დე როუზენის მსგავსად, ოფოციალური დებიუტი ახალ კლუბში, კავაიმაც შესანიშნავი თამაშით აღნიშნა. ლეონარდმა „რეპტორზსს“ 24 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. კანადელებს, 27 ქულით, კაილ ლოურიმ ულიდერა. ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილ, „კავალიერსში“  21 ქულით და 7 მოხსნით, კევინ ლავი გამოირჩა.

დღეს გამართული სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დეტროიტი – ბრუკლინი 103-100
შარლოტი-მილუოკი 112-113
ინდიანა-მემფისი 111-83
ორლანდო-მაიამი 104-101
ნიუ იორკი-ატლანტა 126-107
საკრამენტო-იუტა 117-123
კლიპერსი-დენვერი 98-107
ფინიქსი-დალასი 121-100
ჰიუსტონი-ნიუ ორლეანსი 112-131