ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა ბრუკლინ ნეთსი დაამარცხა [ვიდეო]

NBA-ს 2018/19 წლების სეზონის პირველ ტურში დეტროიტ „პისტონსი“ ბრუკლინ „ნეთსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 103:100 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ვეტერან ქართველს საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდა, მან 14 წუთი ითამაშა და 6 ქულას, 7 მოხსნას, ორ ჩაჭრას, ერთ ბლოკს და ოთხ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ფაჩულიას თანაგუნდელ ანდრე დრამონდს, რომელმაც 24 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა. კარგად ითამაშა ბლეიკ გრიფინმაც. მის ანგარიშზე 26 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.

ბრუკლინ „ნეტსში“ საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა საკუთარ გუნდს მოუტანა.