ანდრე დრამონდი - დიდია ალბათობა, რომ „კლივლენდში“ დავრჩები
ანდრე დრამონდი - დიდია ალბათობა, რომ „კლივლენდში“ დავრჩები

„კლივლენდი” ერთ-ერთია იმ რვა გუნდს შორის, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებულ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამჟამად, ყველაზე საინტერესო საკითხი „კავალიერსთან“ მიმართებაში არის დარჩება თუ არა ადნრე დრამონდი გუნდში. დიდი ალბათობით, ლიგა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ საკმაოდ დიდ თანხას იზარალებს და აქედან გამომდინარე შესაძლოა სახელფასო ზღვარმა საგრძნობად დაიწიოს. ანდრე დრამონდმა „ი-ეს-პი-ენ“-თან (ESPN) ინტერვიუს დროს ივარაუდა, რომ მომავალ სეზონზე ის კვლავ „კლივლენდის“ ღირსებას დაიცავს.

„რთული მდგომარეობაა და ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება საკმაოდ რთული იქნება. დიდია ალბათობა, რომ „კლივლენდში“ დავრჩები,“ – განაცხადა მან.