ჯამალ მარეიმ „კლივლენდს“ 50 ქულა ჩაუგდო, იოკიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა – ნბა-ის ყველა მატჩის ვიდეო
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ზედიზედ ორი წაგებული მატჩის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა „დენვერმა“. „ნაგეთსი“ სტუმრად „კლივლენდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 103:120 დაამარცხა.
ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ჯამალ მარეიმ. კანადელის ანგარიშზე 50 ქულაა. ნიკოლა იოკიჩმა 16 ქულით, 12 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. სერბის აქტივში ასევე იყო ოთხი ჩაჭრა და ერთი დაფარება.
„კლივლენდის“ რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა კოლინ სექსტონის ანგარიშზეა. ჯარეტ ალენმა 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ორლანდო – გოლდენ სტეიტი 124:120
https://youtu.be/r99-poyQ_J0
ფილადელფია – ჩიკაგო 112:105
https://youtu.be/rm9RfwNKBWQ
ბოსტონი – ატლანტა 121:109
https://youtu.be/g_tFb_fTNws
მემფისი – დეტროიტი 109:95
https://youtu.be/sQZOWvmriko
მილუოკი – ოკლაჰომა 98:85
https://youtu.be/Eu5qzDF0K40
ნიუ ორლეანი – ფინიქსი 114:132
https://youtu.be/DYdMujaGtK8
მინესოტა – ტორონტო 81:86
https://youtu.be/KqVreRE_rRw
კლიპერსი – იუტა 116:112
https://youtu.be/oB0Sx6TWPR0