თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ევროლიგაზე კამარ ბოლდუინის „მაკაბი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას „დუბაი“ ევროლიგაზე კამარ ბოლდუინის „მაკაბის“ ესტუმრა და 80:74 დაამარცხა.
თელ-ავივის „მაკაბი“ საშინაო მატჩებს უსაფრთხოების გამო შინ ვერ მართავს, „დუბაის“ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის „სპიროს კიპრიანუს“ არენაზე უმასპინძლა. ეს ის დარბაზია, სადაც შენგელია და ბოლდუინი 2025 წელს ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთის გვერდით საქართველოს ნაკრების მაისურით იბრძოდნენ და საბოლოოდ ყველაზე წარმატებული ევროპის ჩემპიონატიც გამოუვიდათ.
ამჯერად ისინი მეტოქეებად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თორნიკე შენგელიამ 12 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბოლდუინმა „მაკაბის“ 22 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.
საამიროების გუნდში დებიუტი ჰქონდა მარსელინიო უერტასს, რომელიც აზიაში გიორგი შერმადინის „ტენერიფედან“ გადავიდა. უერტასმა კვიპროსში მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და 4 ქულა მოაგროვა.
ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში 13 ტურის შემდეგ 9 მოგებით „დუბაი“ მესამე ადგილზეა, „მაკაბი“ 3 მოგებით მეცამეტეა.