NBA-მ ფინალის განრიგი გამოაქვეყნა
NBA-მ ფინალის განრიგი გამოაქვეყნა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ „გოლდენ სტეიტსა“ და „კლივლენდს“ შორის ფინალური სერიის განრიგი დაადგინა.

სერია 31 მაისს (თბილისის დროით, პირველ ივნისს, დილის 05:00 საათზე) ოკლენდში, „გოლდენ სტეიტის“ არენაზე დაიწყება.

საკუთარი მოედანის უპირატესობა „უორიორზს“ აქვს, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მეშვიდე მატჩი ოკლენდში გაიმართება.

„კლივლენდი“ და „გოლდენ სტეიტი“ ზედიზედ მეოთხედ წარდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ ფინალურ სერიაში. ასეთი რამ ამერიკული სპორტის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

ფინალური სერიის კალენდარი
პირველი ივნისი. 05:00. გოლდენ სტეიტი-კლივლენდი
4 ივნისი. 04:00. გოლდენ სტეიტი-კლივლენდი
7 ივნისი. 05:00. კლივლენდი-გოლდენ სტეიტი
9 ივნისი. 05:00. კლივლენდი-გოლდენ სტეიტი
12 ივნისი. 05:00. გოლდენ სტეიტი-კლივლენდი
15 ივნისი. 05:00. კლივლენდი-გოლდენ სტეიტი
18 ივნისი. 04:00. გოლდენ სტეიტი-კლივლენდი

შენიშვნა: მითითებული დრო თბილისაა