ლებრონს კლივლენდში ოვაციებით დახვდნენ [ვიდეო]
CLEVELAND, OH - NOVEMBER 21: LeBron James #23 of the Los Angeles Lakers during player introductions prior to the game against the Cleveland Cavaliers at Quicken Loans Arena on November 21, 2018 in Cleveland, Ohio. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and/or using this photograph, user is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Jason Miller/Getty Images)
„ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ჩემპიონატის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ყოფილ კლუბს – „კლივლენდს“ პირველად დაუპირისპირდა.
ის ამ კლუბში 2003 -2010 და 2014 -2018 წლებში თამაშობდა. კლივლენდის გულშემატკივრები ლებრონს ძალიან თბილად დახვდნენ. მას ოვაციებით, ბანერებით და სამადლობელო სიტყვებით მიესალმნენ. ასევე, თამაშის დაწყებამდე, დიდ ეკრანზე გაუშვეს ვიდეორგოლი, რომელიც მოთამაშეს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ჯეიმსი ამ მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მან 32 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.
Bigger than basketball.
The @cavs paid tribute to @KingJames and all that he’s done for The Land. pic.twitter.com/1Han6Ta3kV
— SportsCenter (@SportsCenter) November 22, 2018
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის MVP ამ ზაფხულს „კლივლენდიდან“ „ლეიკერსში“ გადავიდა, სადაც 154 მილიონის ღირებულების ოთხ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.