„კლივლენდის“ ყოფილი ფორვარდი შეიარაღებული ძარცვისთვის დააკავეს
„კლივლენდის“ ყოფილი ფორვარდი შეიარაღებული ძარცვისთვის დააკავეს

„კლივლენდ კავალიერზის“ ყოფილი ფორვარდი ჯეი ჯეი ჰიქსონი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიარაღებული ძარცვის გამო დააპატიმრეს, – იტყობინება ტელეარხი Fox 5 Atlanta.

დანაშაული ჯორჯიას შტატის ქალაქ კოვეტაში მოხდა.

როგორც აღნიშნავენ, თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებული სცემეს და პირადი ნივთები წაართვეს. თავდამსხმელი ავტომობილის ნომრის მიხედვით ამოიცნეს.

29 წლის ჰიქსონი რვა სეზონის განმავლობაში თამაშობდა „კლივლენდში“, „საკრამენტოში“, „პორტლენდში“, „დენვერსა“ და „ვაშინგტონში“. ამ მომენტისთვის, ფორვარდი ლიბანის კლუბ „ჩამპვილში“ ირიცხება.