აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო. ამის შესახებ ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

როგორც უწყებაში ამბობენ, ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა პრობლემის მოგვარებისთვის.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდოს დღევანდელი გამოსახლების პროცესი, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ ოჯახში ასევე ჰყავთ ორი არასრულწლოვანი და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაიდო დღევანდელი პროცესი, ასევე ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, პაატა შამუგიამ.

ცოტნე დადიანის ქუჩაზე ოჯახის მეზობლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. მათ ეზო ბარიკადებით ჰქონდათ შემოღობილი.