აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 79 406 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის: შევიდა და კონსულტაცია გაეწია 68 579 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით; პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 10 302 მოქალაქეს; პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 525 შეკითხვას.
აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ უწყება მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა.