აღსრულების ეროვნული ბიურო 82 წლის ქალის გამოსახლებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
აღსრულების ეროვნული ბიურო 82 წლის ქალის გამოსახლებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

ბათუმში 82 წლის ქალის გამოსახლებასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიურო განმარტებებს აკეთებს. როგორც ბიუროში პირველ არხს განუცხადეს, აღნიშნული საქმე მათთან შესულია 2016 წლის ოქტომბერში. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ბიუროს წარმომადგენლებს მოქალაქესთან ჰქონდათ კომუნიკაცია, რათა მას ნებაყოფლობით შეესრულებინა ვალდებულებები, ან მეზობლებთან შეთანხმებისთვის მიეღწია, რაც ვერ მოახერხა.

„აღსრულების ფურცელი გაცემულია სასამართლოს მიერ. შესაბამისად, აღსრულების ბიურო ვალდებული იყო შეესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ბინის ყოფილი მეპატრონის შვილი ბათუმში სხვა მისამართზე ცხოვრობს და შესაბამისად, ქალბატონი ქუჩაში არ რჩება,“ – განმარტეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

82 წლის ალექსანდრა ტერუნი ბათუმში, საიათნოვას 4 ნომრიდან დღეს გამოასახლეს, ბინის დაკარგვის მიზეზად სესხის გადაუხდელობა სახელდება.