აფრიკის გაყოფა მხოლოდ დასაწყისია, დედამიწაზე უზარმაზარი ცვლილებები მიმდინარეობს
აფრიკის გაყოფა მხოლოდ დასაწყისია, დედამიწაზე უზარმაზარი ცვლილებები მიმდინარეობს

მზის სისტემის სხვა კლდოვან სხეულებთან შედარებით, ჩვენი პლანეტა საოცრად დინამიკურია.

წყალი სხვადასხვა მდგომარეობაში წარმოქმნის ამინდს, ეროზიას და სხვა მრავალ პროცესს. ჩვენ ფეხქვეშ, დედამიწის ქანები მუდმივად, ნელა მოძრაობს.

გეოლოგიური და მეტეოროლოგიური პროცესებით გამოწვეული ცვლილებები იმდენად თანმიმდევრულია, რომ მარტივი მისახვედრია — ჩვენი პლანეტა ყოველთვის ასეთი არ უნდა ყოფილიყო.

მომავლის დედამიწის იერსახის მინიშნებების პოვნა ადვილია, თუ იცი, სად ეძებო.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხქვეშ მყარ მიწას ვგრძნობთ, ჩვენი პლანეტის ხმელეთის დიდი ნაწილი შედგება მინერალების ზომიერად მცოცავი ფილებისგან, რომლებიც გარს აკრავს გამდნარი, ბობოქარი ქანების სქელ ფენას.

ეს პროცესები იმდენად ნელია, რომ იგი არასოდეს არავის შეუნიშნავს, რომ არა გეოფიზიკოსი ალფრედ ვეგენერი, რომელმაც 1912 წელს ახსნა, რატომ შეიძლება იყოს ერთმანეთის მსგავსი ნამარხები და კლდოვანი ფორმაციები დედამიწის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა ზონაში მიმოფანტული.

მას შემდეგ, ჩვენ მუდამ ვხედავთ ნიშნებს, როგორ აგრძელებს ეს უმძლავრესი ძალა კონტინენტების განლაგების შეცვლას.

აფრიკა ორად იყოფა


მართალია, აფრიკა მილიონობით წლის წინ სამხრეთ ამერიკას გამოეყო, მაგრამ ახლა, თავად აფრიკა იყოფა ორად.

სამხრეთ-დასავლეთ კენიაში, გიგანტური ნაპრალები უკვე თვალითაც შეიმჩნევა; აზიანებს გზებს, ცვლის ლანდშაფტს და მიუთითებს კონტინენტზე მიმდინარე გაყოფის პროცესზე.

თუმცა, ეს ქანების გადაადგილების მხოლოდ მცირე გამოვლინებაა. ამ ზონაში ფილები წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილება. დაახლოებით 10 მილიონი წლის შემდეგ, აღმოსავლეთ აფრიკის ფილა, ოკეანეში შეცურდება, 50 მილიონი წლის შემდეგ კი აფრიკა და ევროპა შეერთდება.

დაახლოებით 300-180 მილიონი წლის წინ, დედამიწის ყველა კონტინენტური ფილა ერთად იყო თავმოყრილი, რასაც პანგეას უწოდებდნენ.

ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით, დაახლოებით 250 წლის შემდეგ, ყველა კონტინენტი კვლავ ერთად მოიყრის თავს.

მიქცევა-მოქცევა დრამატულად შეიცვლება

დაშლისა და ხელახლა შეერთების ამ ციკლს საინტერესო ეფექტი აქვს დედამიწის ოკეანეებზე მზისა და მთვარის გავლენაზე.

მიქცევა და მოქცევა შეინიშნება მხოლოდ იქ, სადაც არსებობს წყლის საკმაოდ მოზრდილი აუზი.

როგორც კომპიუტერული მოდელები აჩვენებს, 250 წლის შემდეგ, მიქცევა-მოქცევა გაცილებით სუსტი გახდება. ამჟამად არსებული საკმაოდ დიდი მაჩვენებელი დედამიწაზე მხოლოდ ბოლო ორი მილიონი წელიწადია, რაც არსებობს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტინენტების მოძრაობის კვალდაკვალ, წყლის აუზები იცვლება, რასაც გავლენა აქვს მიქცევა-მოქცევაზე.

ავსტრალია იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ GPS დაფიქსირებას ვერ ასწრებს

დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, მოძრაობებმა ჩვენი პლანეტის წყლის გადანაწილებაში, შეიძლება, უცნაური ეფექტი იქონიოს კონტინენტების მოძრაობაზე.

წყლის რუკაში განხორციელებულ სეზონურ ცვლილებებს ოდნავი ეფექტი აქვს ტექტონიკური ფილების მოძრაობაზე, ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზაზე, ავსტრალია რამდენიმე მილიმეტრით წინ და უკან მოძრაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ფართო მასშტაბებში უმნიშვნელოა, უზარმაზარ სხვაობას იძლევა მაშინ, როცა საქმე ზუსტ გაზომვებს ეხება.

დავიწყეთ რამდენიმე მილიონი წელიწადი, რადგან უახლოეს რამდენიმე წელში შეიძლება, GPS-მა ამ კონტინენტთან მიმართებაში მნიშვნელოვანი სხვაობა აჩვენოს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მუდმივად წინ მიდის რუკების ტექნოლოგიები, პლანეტაზე მიმდინარე ასეთმა მცირე ცვლილებამაც კი, შესაძლოა, ამ სფეროში მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოშვას.

ყინული დნება, სასტიკად დნება…

დედამიწის ქერქის გადაადგილების კიდევ ერთი მიზეზია წყლის გადაადგილება ყინულებიდან ოკეანეში.

NASA-ს ცნობით, 2012 წელს, გრენლანდიის ყინულების დნობის შედეგად ოკეანეში შევიდა 6,68 მილიარდი ტონა წყალი.

ეს უზარმაზარი ტალღა პირდაპირ ამახინჯებს დედამიწის ქერქს და ნათლად წარმოაჩენს, თუ რა გავლენა აქვს წყალს ჩვენი პლანეტის ფორმაზე.

ამ წყალს უზარმაზარი დაწოლა აქვს ოკეანის ფსკერზე. ზღვის დონის მატების ზუსტი ეფექტები დედამიწის ქერქზე, ბოლომდე შესწავლილი არაა, რაზეც მეცნიერები ამჟამად აქტიურად მუშაობენ.

მთელი დედამიწის მასშტაბით ნათლად შეიმჩნევა გამყინვარების უკანასკნელ ეპოქაში ყინულის მდინარეების მოძრაობის შედეგად დატოვებული უზარმაზარი ღარები და კლდეები.

გამომდინარე იქიდან, რომ მყინვარები ამჟამად კატასტროფული სიჩქარით დნება, ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი ფორმაციები ახლაც წარმოიქმნება, იცვლება ლანდშაფტი.

გარდა ამისა, დედამიწის ქერქის ამოკვეთის შედეგად ისინი წარმოქმნიან კლდოვან ხეობებს, ოზების სახელით ცნობილ დანალექთა უზარმაზარ სვეტებს, რომლებიც ძირითადად მყინვარის ბოლოში იყრიან თავს.

ცოტა ხნის წინ, მკვლევრებმა ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს ეიფელის კოშკის ზომის ოზები. ისინი ხელს უწყობს ყინულების უფრო შესუსტებას. განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაცია ამ მხრივ სწორედ ანტარქტიდაზეა.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლანეტის იერსახის ბუნების გაგება ჯერ მხოლოდ ერთი საუკუნეა რაც დავიწყეთ. თუ მეცნიერების წინსვლა ამ ტემპით გაგრძელდა, წინ ალბათ კიდევ მრავალი აღმოჩენა გველოდება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი