დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კლიმატის ცვლილება პლანეტას გაანადგურებს, არასწორი იყო, რაც გაერო-ს კლიმატის კომიტეტმაც დაადასტურა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კლიმატის ცვლილება პლანეტას გაანადგურებს, არასწორი იყო, რაც გაერო-ს კლიმატის კომიტეტმაც დაადასტურა.
მისივე თქმით, დემოკრატებმა კლიმატის ცვლილების აქტივიზმი ამერიკელების დასაშინებლად და საკუთარი ყალბი კვლევების დასაფინანსებლად გამოყენეს, რაშიც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა.
„დემოკრატების 15-წლიანი დაპირების შემდეგ, რომ კლიმატის ცვლილება პლანეტას გაანადგურებს, გაერო-ს კლიმატის კომიტეტმა ახლახან აღიარა, რომ მისივე პროგნოზები (RCP8.5) არასწორი იყო! არასწორი! არასწორი! ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატები კლიმატის აქტივიზმს იყენებდნენ ამერიკელების დასაშინებლად, საშინელი ენერგეტიკული პოლიტიკის გასატარებლად და მილიარდობით დოლარის დასაფინანსებლად თავიანთ ყალბ კვლევით პროგრამებში. დემოკრატებისგან განსხვავებით, რომლებიც „კლიმატის განგაშის“ სისულელეს იყენებენ თავიანთი ახალი მწვანე თაღლითობის გასავრცელებლად, ჩემი ადმინისტრაცია ყოველთვის სიმართლეზე, მეცნიერებასა და ფაქტებზე იქნება დაფუძნებული!“ – წერს ტრამპი.