აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტი იაშვილის კლინიკაში რჩება
აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტი იაშვილის კლინიკაში რჩება

იაშვილის სახელობის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტი რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა თამარ ყიყიშვილმა განუცხადა.

მედიკოსების ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს. დანარჩენი ხუთი მცირეწლოვანი კი ღამის განმავლობაში კლინიკიდან გაწერეს.

„ჩვენს კლინიკაში სულ ექვსი პაციენტი შემოვიდა. მათგანი ხუთი უკვე გაწერილია ბინაზე, ერთი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. შემოსვლისთანავე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა, თავის არეში იყო სკალპირებული ჭრილობა, ჩაუტარდა სათანადო სპეციალისტების კონსულტაცია, ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თამარ ყიყიშვილმა.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი მცირეწლოვანი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.