ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რეგისტრაცია ასობით ამომრჩეველმა ადვოკატმა გაიარა.
რეგისტრაციის შემდეგ სპორტის სასახლის დარბაზში საარჩევნო 12 კანდიდატს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემა, რის შემდეგაც 15:00 საათზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება, რომელიც სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ამის შემდეგ კი, საარჩევნო კომისია ხმის დათვლას შეუდგება და 22:00 საათზე გახდება ცნობილი, ვინ შეცვლის ზაზა ხატიაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე.
დღესვე, ადვოკატებმა სარევიზიო და ეთიკის კომისიების წევრები და აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობა უნდა აირჩიონ.