ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ საარჩევნო პროგრამისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ საარჩევნო პროგრამისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფა) ერთად საარჩევნო პროგრამისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა.

დღესვე ცნობილი გახდა, თუ ვინ იყრის კენჭს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების პოზიციაზე. პრეზენტაციაზე საუბარი იყო ლევან ჯანაშიასა და მისი მხარდამჭერი გუნდის სამომავლო გეგმებზე და იმ რეალურ და ეფექტურ ცვლილებებზე, რომლის განხორციელებასაც ჯანაშიას გუნდი გეგმავს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

როგორც ჯანაშია აცხადებს, მისი მთავარი მიზანი, გამარჯვების შემთხვევაში, ადვოკატის პროფესიის გაძლიერება, შესაძლებლობების გაზრდა რეგიონებში და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება იქნება. ჯანაშიას განცხადებით, ის ყურადღებას დაუთმობს ახალი თაობის ადვოკატებსაც.

ადვოკაატთა ასოციაციაში არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება.