ადვოკატის ინფორმაციით, ფოთის პოლიციის ყოფილ თანამშრომელ ჭაბუკა ლემონჯავას სასამართლომ პატიმრობა 45 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა
ადვოკატის ინფორმაციით, ფოთის პოლიციის ყოფილ თანამშრომელ ჭაბუკა ლემონჯავას სასამართლომ პატიმრობა 45 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა

ფოთის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ჭაბუკა ლემონჯავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 45 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ამის შესახებ პირველ არხს პოლიციელის უფლებადამცველმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული პოლიციელი, ჭაბუკა ლემონჯავა გაათავისუფლა. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ფოთის პოლიციის თანამშრომელი ჭაბუკა ლემონჯავა 2018 წლის 23 ივლისს ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტს შეესწრო. არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცი პოლიციელის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ კი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.