ნარკოდანაშაულში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

19:03, 26.02.2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პოლიციელის, ბაგრატ ჯანუაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

მოსამართლე ციცინო მოსიძე განაჩენი 27 თებერვლას, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

პროკურატურა ჯანუაშვილს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება. ყოფილი სამართალდამცავი პოლიციელებს ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ჯანუაშვილი პოლიციელებმა 2 აგვისტოს თბილისში, ორთაჭალის სადგურზე დააკავეს.

მსგავსი