ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით შესაძლოა, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს
ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, – ამის შესახებ მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარემ დღეს მიიღო.
ამასთან, ადვოკატის თქმით, დასკვნაზე მხარეები დახურულ სხდომაზე იმსჯელებენ, რადგან დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.
„დღეს დილით ავიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. ამის საფუძველზე ვიშუამდგომლებთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ასევე, მოვითხოვთ სხდომის დახურვას, რადგანაც დოკუმენტი ოთარ აბესაძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ექსპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.