ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას იუსტიციის სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას სთხოვს
ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას იუსტიციის სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას სთხოვს

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას იუსტიციის სამინისტროს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას სთხოვს.

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კიდევ უნდა ემსჯელა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ კომისია დღემდე არსებული პრაქტიკით თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე მსჯელობს, მაგრამ მათთვის არ არის ცნობილი, განიხილა თუ არა საქმე კომისიამ და მიიღო თუ არა რამე გადაწყვეტილება.

„როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტრო მთლიანად იგნორირებას უკეთებს სასამართლო გადაწყვეტილებას და შეგვიძლია ვთქვათ, მან ან არ განიხილა ან განიხილა და პასუხი იქნება უარყოფითი, რომელსაც ალბათ რამდენიმე დღეში შეგვატყობინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მერაბიშვილის მიმართ მიმდინარეობს გაცხოველებული პოლიტიკური დევნა. ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ველოდებით ივნისში მინისტერიალს და წარვადგენთ დოკუმენტებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, საქმე არ გადასინჯა“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.