ადვოკატი - ძებნილი არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება 
ადვოკატი - ძებნილი არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ინტერესებს სხდომაზე სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავდა.

როგორც ადვოკატმა სოფიო ჯაფარიძემ განაცხადა, არასრულწლოვნის ოჯახის წევრები არ დაკითხულან.

“სავალდებულო წესით ვიცავ მის ინტერესებს. კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ვიცავ იმ არასრულწლოვანს, რომელსაც დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენა. ოჯახის წევრები ამ დრომდე არ არიან დაკითხულები. არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხდება”, – განაცხადა ადვოკატმა.