ადვოკატი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე განცხადებას გათავისუფლების შემდეგ გააკეთებს
ადვოკატი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი სამომავლო გეგმებზე განცხადებას გათავისუფლების შემდეგ გააკეთებს

ვანო მერაბიშვილი არის ძალიან კარგ ხასიათზე, გაუტეხავად, როგორც იყო ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ხვალ, 10:00 საათის შემდეგ დატოვებს.

„ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში შეიძლება, ითქვას, რომ ბოლოჯერ მომიწია შესვლა, რადგან ხვალ ტოვებს მერაბიშვილი საპატიმროს. ის არის ძალიან კარგ და ნორმალურ ხასიათზე. ჩვენ უკვე ხვალ, 10:00 საათზე შევიკრიბებით და დაველოდებით მეცხრე დაწესებულებასთან. დანარჩენს, როგორც შესვლამდე გითხარით, თავის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს გათავისუფლების შემდეგ. არის ძალიან კარგ ხასიათზე, არის გაუტეხავად, როგორც იყო ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.