ადვოკატებმა ლევან ჯანაშიას მიერ გაგზავნილი შეტყობინებები გაასაჯაროეს
ადვოკატებმა პირველ არხს ლევან ჯანაშიას მიერ გაგზავნილი შეტყობინებები აჩვენეს, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი კოლეგებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში მინაწილეობა არ მიიღონ.
ადვოკატებმა ბონდო ვათიაშვილმა და ირაკლი ჩიკვაიძემ განაცხადეს, რომ ასეთი შეტყობინებები არჩევნებამდე რამდენჯერმე მიიღეს.
სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი ლევან ჯანაშია და დავით ასათიანა რეგისტრირებული, თუმცა ჯანაშიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.
როგორც ამ დროისთვის ცნობილი გახდა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში რეგისტრირებულია 1022 ამომრჩეველი ადვოკატი.