ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იზმირში ჩაატარეს. დაკავებულია 10 უცხოელი, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში სდებენ ბრალს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ცხრა დაკავებული სირიის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.