ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ე.წ. სანიტარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფიცირებულთა შორის სამი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტი, ერთი კი სამხედრო მოსამსახურეა.
ანა გაგლოევას განცხადებით, ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.
დეფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში სულ გამვლენილია „კოვიდ-19“-ის 81 შემთხვევა, აქედან 43 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა.