ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ე.წ. ხისტი ბრექსიტი დაბლოკა
დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ე.წ. ხისტი ბრექსიტი დაბლოკა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირთან ახალი შეთანხმების მიღწევაზე უნდა იზრუნონ. ეს კი, ოფიციალურმა ლონდონმა 18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე უნდა გააკეთოს. შედეგად, დიდი ბრიტანეთი ოფიციალური ბრიუსელის მიერ მიცემულ ვადას, 31 ოქტომბერს არ გადაცილდება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ე.წ. ხისტი ბრექსიტი მხოლოდ კანონმდებლების თანხმობის შემდეგ დაიშვება. კანონპროექტის თანახმად, თუ ამ პირობებიდან ვერცერთი შესრულდება, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის ბრექსიტის თარიღის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადება უნდა სთხოვოს.
ახლა კანონპროექტს ხელი დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ უნდა მოაწეროს. როგორც მოსალოდნელია, გაერთიანებული სამეფოს მონარქი დოკუმენტს ხელს 9 სექტემბერს მოაწერს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.