ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი რობერტ სპანო ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა.

რობერტ სპანოს თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საქართველოს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევისთვის. ეს არის მიმდინარე დიალოგი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოს შორის, რომელსაც ასევე შევხვდით თბილისში. ჩვენი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ვიყოთ პროცესის ნაწილი, როგორც გასული 20 წლის განმავლობაში ვიყავით, ჩვენს სასამართლოსა და ეროვნულ სასამართლოებს შორის კარგი დიალოგის უზრუნველსაყოფად. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც მრავალია წელია მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში ვიხილეთ გაუმჯობესება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უმკლავდება ეროვნული სასამართლოები კონვენციურ საკითხებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული მოსამართლეები იყენებდნენ კონვენციას, ისინი იყენებდნენ ჩვენს პრეცედენტულ სამართალს, თუ ისინი ამას შეასრულებენ, ჩვენი თანამშრომლობა გაუმჯობესდება და ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა რობერტ სპანომ.