ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ მომავალ წელს კონგრესის არჩევნებში კენჭს აღარ იყრის
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მომავალ წელს კონგრესის არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ 43 წლის კონგრესმენმა განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.
კინზინგერი კონგრესში 2011 წლიდან მსახურობს. ის საკმაოდ აქტიურად აკრიტიკებდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. განსაკუთრებით მკაცრი იყო კინზინგერი 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული შტურმის დროს.
ადამ კინზინგერი ერთ-ერთი იყო იმ ათი რესპუბლიკელი კონგრესმენიდან, რომლებმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს.