ადა მარშანია - ჩვენი პარლამენტში ყოფნა ფუჭია, რით ვარ დაკავებული, ვერ გავიგე

ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია ოპონენტ გიგა ბოკერიას ურჩევს, დეპუტატის მანდატი დატოვოს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის გამო, სრულიად საქართველოს ბოდიში მოუხადოს.

ადა მარშანიამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ წუთებში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ლექციებს და ნოტაციებს გიკითხავთ, „ქართულო ოცნება“ გილოცავ, რადგან ეს დაიმსახურეთ. ზრდასრული ადამიანი ადა მარშანია რას ვხედავ? – სხდომათა დარბაზში ბოკერია გვიზის, რომელიც დეპუტატია. თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ, იცით თუ არა, ბატონო ბოკერია? იცით, შესანიშნავი ფაქტი რა იქნებოდა? – ტრიბუნასთან ამობრძანდეთ, ცხრა წლის განმავლობაში რაც ჩაიდინეთ, იმის გამო სრულიად საქართველოს ბოდიში მოუხადოთ, მანდატი დადოთ და სახლში წახვიდეთ. ეს პირადად თქვენი გასაკეთებელი საქმეა. ამათმა მინისტრებმა, საქართველოს მინისტრები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში „ქართული ოცნების“ მინისტრები არიან, რამდენიმე დღეში საბრალდებო დასკვნა უნდა მოგიტანონ, რომელიც დიდი ხნის დაწერილი უნდა ჰქონდეთ. „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, ასე როდემდე უნდა ვიცხოვროთ? – ჩვენ არც დებატებში ვღებულობთ მონაწილეობას, არც კითხვებს ვსვამთ და არც პასუხები გვაინტერესებს. ვრწმუნდები, რომ ჩვენი აქ ყოფნა ფუჭია. რით ვარ დაკავებული, ბოლომდე ვერ გავიგე. ვითომ, ქვეყანაში პარლამენტი გვაქვს. თქვენ და ლომაია განათლების დარგს თავს რომ დაესხით, ეს ცნობილია და ამ დარგის ნგრევა კვლავ მიმდინარეობს“, – მიმართა ბოკერიას მარშანიამ.