აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესი ხდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული. 21 დეპუტატიდან 6-ის ნაცვლად მხოლოდ სამი მაჟორიტარი აირჩევა.
ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულეს. ცვლილებებს საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება.