აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდს აჭარბებს და 535 549 400 ლარს შეადგენს. ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 11 პროცენტით იზრდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების განმარტებით, პრიორიტეტია სოციალური სფერო, განათლება და ინფრასტრუქტურული პროექტები. იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება.

ფინანსურ დოკუმენტს მხოლოდ „ქართულის ოცნების“ დეპუტაციამ დაუჭირა მხარი. სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“. ისინი ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და მიზეზად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ პროტესტს ქუჩაში გააგრძელებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მმართველი გუნდის წევრებმა. მათი შეფასებით, ეს არის დესტაბილიზაციისა და არეულობის შემოტანის მორიგი წარუმატებელი მცდელობა.