აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე ხმაური მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის ფინანსთა მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.