აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება 21 მარტს, ლონდონის ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი 21 მარტს, ლონდონში უნდა გამართულიყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ რამდენიმე საათის წინ მიიღო გადაწყვეტილება ღონისძიების ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონრეტულად, სად შედგება საბრძოლო ღამე.
გადაწყვეტილების მიზეზი ინგლისში კორონავირუსის მომატებული საფრთხე და სპორტსმენების გადაადგილების სირთულე გახდა.
ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე საიმედო და პირველად წყაროს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მებრძოლთა უმეტესობა, ვისაც ლონდონის ქარდში უნდა მიეღო მონაწილეობა ღონისძიებას გამოეთიშა, რადგან ამ დროისთვის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება დიდ საფრთხესთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ლონდონის ქარდის მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში (WELTERWEIGHT) ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლისა და ბრიტანელ ლეონ ედვარდს შორის უნდა შედგეს.