აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა
აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. აბდულმანაპი ლინიკურ კომაში იმყოფება.

ხაბიბმა შექმნილი რთული ვითარების დროს მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მის გარშემო COVID 19-ით ნურმაგომედოვების დაახლოებით 20 ნათესავი დაავადდა.

„ვირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა მის (აბდულმანაპის) გულს. ამჟამად მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. ბევრი ადამიანი ამ ვირუსს უკვე შეეწირა. არ შეიძლება ამ საკითხის მიმართ არასერიოზული მიდგომა. კორონავირუსი თანაბრად ვნებს ყველა ადამიანს და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით თუ შევძლებთ მის დამარცხებას. ამჟამად ყველანი მამაჩემის ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ“, – განაცხადა ხაბიბმა RT Sport-თან მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთში კორონავირუსით 308 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 2900-ზე მეტი კი COVID 19-ს ემსხვერპლა.