ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივრებს მიმართა #1TVSPORT
ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების შესახებ გულშემატკივრებს მიმართა #1TVSPORT

ხაბიბ ნურმაგომედოვმა სპორტული კარიერა დაასრულა. გუშინ დაღესტნელი UFC-ის პრეზიდენტ დანა ვაიტს შეხვდა, რის შემდეგაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხაბიბი MMA-დან წავიდა.

დაუმარცხებელმა მებრძოლმა გუშინ სოციალურ ქსელში კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა.

„დანა დიდი მადლობა ძმაო შენ და მთელ UFC-ის გუნდს შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი თავი მეჩვენებინა. თქვენ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ. დანა არასოდეს არ დამავიწყდება ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდი. ჩემ შვილებსაც მუდმივად ემახსოვრები. დღეს იყო ნამდვილი საუბარი ორ კაცს შორის. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა სპარინგ პარტნიორს და გუნდს. იმედი მაქვს ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებით.“