აბასთუმნის ტყეში ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რელიეფი მიუდგომელია, შესაბამისად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობს. ასევე სამუშაოებში ჩართულია 65 მეხანძრე-მაშველი.
სამსახურში ვარაუდობენ, რომ ხანძარი გუშინ ადგილზე ძლიერი წვიმის დროს, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.