აბასთუმნის ტყეში ხანძარია 

19:22, 13.06.2020

აბასთუმნის ტყეში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რელიეფი მიუდგომელია, შესაბამისად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობს. ასევე სამუშაოებში ჩართულია 65 მეხანძრე-მაშველი.

სამსახურში ვარაუდობენ, რომ ხანძარი გუშინ ადგილზე ძლიერი წვიმის დროს, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი