აბაშაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული 200 ათასი ლარი გაიტაცეს
აბაშაში, ჩოჩიების საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და ნიღბიანი ორი პირი შეიჭრა. ბოროტმოქმედებმა იარაღის მუქარით ოჯახიდან 200 ათას ლარზე მეტი თანხა წაიღეს.
ფაქტი 4 მარტს მოხდა. როგორც ირკვევა, გატაცებული თანხა სამეგრელოს რეგიონის შვიდი რაიონის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან იყო ამოღებული. დაყაჩაღებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების კომპანიის მენეჯერია.
ჯერჯერობით, ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით იძიებს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.