აბაშაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული 200 ათასი ლარი გაიტაცეს 

21:30, 09.03.2018

აბაშაში, ჩოჩიების საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და ნიღბიანი ორი პირი შეიჭრა. ბოროტმოქმედებმა იარაღის მუქარით ოჯახიდან 200 ათას ლარზე მეტი თანხა წაიღეს.

ფაქტი 4 მარტს მოხდა. როგორც ირკვევა, გატაცებული თანხა სამეგრელოს რეგიონის შვიდი რაიონის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან იყო ამოღებული. დაყაჩაღებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების კომპანიის მენეჯერია.

ჯერჯერობით, ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით იძიებს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.

მსგავსი