თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულის, გუგა გოცირიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორ გიორგი ნადირაძის განცხადებით, შემდგომი დანაშაულების გაგრძელების საფრთხე არსებობს. ნადირაძის განცხადებით, ყაჩაღობის მუხლი, რომლითაც გოცირიძეს ედება ბრალი, 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა ასევე ისაუბრა მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე.

ამასთან, ადვოკატის, დავით ბარბაქაძის განცხადებით, გუგა გოცირიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს. დაცვის მხარემ გირაოს შეფარდება მოითხოვა და გირაოს თანხის განსაზღვრა სასამართლოს სთხოვა.