აბაშაში მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულთა ნაწილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
აბაშის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული ათი ადამიანიდან ხუთი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა, ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ დროისთვის შეყვანილია ხუთი ადამიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის და სტაბილურია. მხოლოდ ერთს აქვს ზედა კიდურის მოტეხილობა და დასჭირდება ქირურგიული ჩარევა. კატასტროფის ჯგუფს ეტაპობრივად, სიმძიმის მიხედვით შემოჰყავს პაციენტები“, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
აბაშის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შედეგად დღეს 10 ადამიანი დაშავდა.