ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში. სენაკის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი საბოკუჩაოს ტერიტორიაზე ამობრუნდა. მიკროავტობუსი თხრილში გადავარდა. ავარიის შედეგად ერთმა მგზავრმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.