აბანოთუბანში მაღაზიიდან შეიარაღებულმა პირმა 15 000 ლარის ვერცხლის ნაკეთობები გაიტაცა
თვითმხილველის ინფორმაციით, აბანოთუბანში ვერცხლის ნაკეთობების მაღაზია შეიარაღებულმა პირმა გაძარცვა.
როგორც პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, შეიარაღებულ პირს სამედიცინო პირბადე ეკეთა.
მაღაზიის მომსახურე პერსონალი აცხადებს, რომ მძარცველმა 15 ათასი ლარის ღირებულების ვერცხლის ნაკეთობები გაიტაცა.
აბანოთუბანში ვერცხლის ნაკეთობების მაღაზია დღეს დააყაჩაღეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.