9 მაისის ღონისძიებების გამო, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ორი დღით დაკეტავს
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს ორი დღით დაკეტავს.
როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელები აცხადებენ, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკეტვა „ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან” დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.
ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან აიკერძალება და 10 მაისის დილის 08:00 საათიდან აღდგება.