2017 წლის 8 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორში სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ჩატარდება, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, დასაქმების ფორუმის ერთდღიანია, ოფიციალური გახსნა 11.00 საათზეა დაგეგმილი.
ფორუმს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის. ფორუმის მონაწილეებს, კი დამსაქმებლებთან შეხვედრა 12:00 დან 15:00 საათამდე შეეძლებათ.
სამუშაოს მაძიებლები უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge) განთავსებული დასაქმების ფორუმის ლინკზე http://apps.ssa.gov.ge:4000/ 7 დეკემბრის 24.00სთ-მდე.
დასაქმების ფორუმის შესახებ SMS შეტყობინება 26 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა. დასაქმების ფორუმი რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას მისცემს, ადგილზე გაეცნონ და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ, ორგანიზაციებს გააცნონ საკუთარი შესაძლებლობები.
დღეის მდგომარეობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე დამსაქმებელი, წარმოდგენილი იქნება 400-მდე პოზიცია, 1000-ზე მეტი ვაკანსია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობითა და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და ერთი დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი კი, რომელიც ბილტმორში ჩატარდება, უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.
ფორუმი განკუთვნილია პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებულებისა და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე დარეგისტირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის.